აშშ-ში, 15 წლის გოგომ სკოლაში ცეცხლი გახსნა - დაღუპულია 3 ადამიანი, არიან დაშავებულები
15 წლის მოსწავლემ თანასკოლელებს სკოლაში ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის მასწავლებელი და ერთი მოსწავლე, მესამე გარდაცვლილი კი თავად თავდამსხმელია. შემთხვევა აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში გუშინ მოხდა.
ასევე დაშავებულია 6 ადამიანი, რომელთაგან 2 საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციის ინფორმაციით, 15 წლის გოგომ, ნატალი რაფნოუმ, მას შემდეგ, რაც ერთი მასწავლებელი და ერთი მოზარდი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
The Associated Press-თან საუბრისას სამართალდამცავებმა თქვეს, რომ მსროლელმა, სავარაუდოდ, 9 მმ-იანი პისტოლეტი გამოიყენა. ბარნსის თქმით, პოლიცია მსროლელის ოჯახის თანამშრომლობით მისი სახლის ჩხრეკას აწარმოებს.
კომენტარი