რუსებმა მოლდოვაში ზელენსკის თვითმფრინავზე დარტყმა ორჯერ სცადეს

რუსებმა მოლდოვაში ზელენსკის თვითმფრინავზე დარტყმა ორჯერ სცადეს

რუსებმა მოლდოვაში ზელენსკის თვითმფრინავზე დარტყმა ორჯერ სცადეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა:

ზელენსკი: მოლდოვაში ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ დაარტყეს [რუსებმა] მოლდოვას. მათ მოლდოვის საჰაერო სივრცე გამოიყენეს. შეიძლება პირადად ჩემზე თავდასხმა არ სურდათ, მაგრამ სურდათ...

ჟურნალისტი: თქვენი შეშინება სურდათ.

ზელენსკი: დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში. ჩვენ მედიისთვის ეს არ გაგვიზიარებია, მაგრამ როდესაც შინ ვბრუნდებოდით, კვლავ კიშინიოვის გამოვლით, მათ იგივე გააკეთეს

9 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის თვითმფრინავს, რომლითაც ის ნორვეგიის მეფის დაკრძალვაზე მიფრინავდა, მოლდოვიდან აფრენისას კინაღამ დრონი შეეჯახა. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა იონას გარ სტორემ ისაუბრა: "მის თვითმფრინავს დრონი თითქმის დაეჯახა, როდესაც მოლდოვიდან აფრენას აპირებდა. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ის დგას“.