უკრაინელებმა ადიღეის რესპუბლიკასთან და დაღესტანში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის კიდევ ორი ლოგისტიკური კომპლექსი დაბომბეს
გასულ ღამეს და დღეს დილით უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში, ადიღეის რესპუბლიკასთან და დაღესტანში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის კიდევ ორი ლოგისტიკური კომპლექსი დაბომბეს.
ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი უკრაინამ რუსეთში გასულ დღეებშიც დაბომბა. მათ შორის, განადგურდა ლოგისტიკური ცენტრები ორენბურგსა და ჩაპაევსკში.