ქალაქ ტაგანროგში, უკრაინულმა რაკეტებმა დაარტყეს მსხვილი რუსული ონლაინ-რითეილერის, Ozon -ის საწყობს
უკრაინულმა ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს დარტყმები განახორციელეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ტაგანროგში მდებარე „ოზონის“ საწყობზე.
Telegram-არხ Exilenova Plus-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დრონებმა ობიექტს დაარტყეს, კომპლექსის ტერიტორიაზე, რამდენიმე სხვადასხვა წერტილში ხანძარი გაჩნდა. სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ რეგიონის ტერიტორიის თავზე 40-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაზიანდა სამრეწველო ობიექტი, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი ფანჯრები ჩაემსხვრა.
ამავე დროს, რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაგანროგში, უკრაინულმა რაკეტებმა დაარტყეს მსხვილი რუსული ონლაინ-რითეილერის, Ozon -ის საწყობს.