ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 600 ჯარისკაცი დაკარგეს
ბოლო 24 საათში რუსებმა უკრაინასთან ომში 1 600 ჯარისკაცი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია: 5 ტანკი, 7 ჯავშანტექნიკა, 50 საარტილერიო სისტემა, 7 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა, 3 ერთეული უპილოტო სახმელეთო სისტემა, 2 055 დრონი, 467 ერთეული ავტომობილი და 7 სპეციალური აღჭურვილობა.