უკრაინამ წუხელ მოსკოვის ოლქის ქალაქ ვოსკრესენსკში "ურალხიმის" საწარმო, როსტოვის ოლქში კი მილეროვოს სამხედრო აეროდრომი დაბომბა

უკრაინამ წუხელ მოსკოვის ოლქის ქალაქ ვოსკრესენსკში "ურალხიმის" საწარმო, როსტოვის ოლქში კი მილეროვოს სამხედრო აეროდრომი დაბომბა

უკრაინამ წუხელ მოსკოვის ოლქის ქალაქ ვოსკრესენსკში "ურალხიმის" საწარმო, როსტოვის ოლქში კი მილეროვოს სამხედრო აეროდრომი დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ კრასნოდარის მხარეში დარტყმა განხორციელდა კომპანია „ცმმ-კ“-ის ობიექტზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 9 000 მ²-ია. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას Ozon-ის საწყობს უწოდებენ.

ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს და დღეს დილით უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში, ადიღეის რესპუბლიკასთან და დაღესტანში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის კიდევ ორი ლოგისტიკური კომპლექსი დაბომბეს.