ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია

ესპანეთმა ნახევარფინალში მუნდიალის მთავარი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა. შესაბამისად, ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია.

ფინალში ესპანეთის მეტოქე არგენტინასა და ინგლისის დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე ნახევარფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.