"...ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ, ეს საშიშროება რეალურია..."
"თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს მშვენიერ, სამოთხესავით ლამაზ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან.
ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. ამიტომ, მოგვცეს მადლი უფალმა რომ ვიზრუნოთ, ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან და უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების." - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძრის ეზოში.