სანქტ-პეტერბურგში კერძო ბომბსაფარების გაყიდვა დაიწყეს
სანქტ-პეტერბურგში კერძო ბომბსაფარების გაყიდვა დაიწყეს. ინფორმაციას რუსული მედია Avito-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ თავშესაფრების ფასი 300 000 რუბლიდან იწყება.
მედია წერს, რომ თავშესაფარი შეიძლება აღიჭურვოს ლითონის კარით, დასაკეცი ან სტაციონარული სკამებით, ელექტროგაყვანილობით, განათებით, ვენტილაციის სისტემითა და შიდა მოპირკეთებით. თავშესაფრების სიგრძე 2-დან 10 მეტრამდე მერყეობს. გამყიდველის განცხადებით, მათი ყიდვა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ.