
რა ტიპის ვირუსებია მოსალოდნელი წელს?
ზამთრის მოახლოვებასთნ ერთად, იზრდება ვირუსების რისკიც. ირკვევა, რომ წელს, მოსალოდნელია A ტიპის (როგორც წესი, A(H1N1) და A(H3N2) ქვეტიპები) და B ტიპის ვირუსების ის შტამები, რომლებიც ყველაზე აქტიური იყო წინა სეზონზე.
ამ შტამებს ყოველწლიურად ადგენენ და ვაქცინაც მათ წინააღმდეგ არის მიმართული (მაგალითად, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიცავს ორ A და ორ B შტამს).
სეზონური გრიპის ვაქცინა უკვე არსებობს და იგი ხელმისაწვდომია.