"დიახ, მე კანდიდატი ვარ. მჯერა, რომ მაქვს ხედვა, რომელიც საფრანგეთს ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს"
ფრანგმა ევროპარლამენტარმა და ცენტრისტულ-მემარცხენე პარტია „საზოგადოებრივი ადგილის“ ლიდერმა, 46 წლის რაფაელ გლუქსმანმა, საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა. ის პირველ რიგში მონაწილეობას მიიღებს სოციალ-დემოკრატიულ შიდაპარტიულ არჩევნებში (პრაიმერიზში), რომელიც ოქტომბერში „სოციალისტური პარტიისა“ და მისი პარტია, „საზოგადოებრივი ადგილის“ [Place Publique] მიერ იქნება ორგანიზებული.
"დიახ, მე კანდიდატი ვარ. მჯერა, რომ მაქვს ხედვა, რომელიც საფრანგეთს ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს" - განაცხადა გლუქსმანმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში.
გლუკსმანის ამ განცხადების შემდეგ მისი პარტნიორი, ცნობილი ჟურნალისტი ლეა სალამე, სავარაუდოდ, დატოვებს ტელეწამყვანის პოზიციას საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე [France 2], რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ინტერესთა კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ამის შესახებ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.