„თუ ისინი ამას გააკეთებენ და ჩავთვლი, რომ ეს მტრული ქმედებაა"

„თუ ისინი ამას გააკეთებენ და ჩავთვლი, რომ ეს მტრული ქმედებაა"

„თუ ისინი ამას გააკეთებენ და ჩავთვლი, რომ ეს მტრული ქმედებაა, ევროპასთან დავაწესებ ძალიან სერიოზულ ტარიფებს ან ბევრ რამეზე შევაჩერებ ვაჭრობას“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სასაცილო“ უწოდა იმ შესაძლებლობას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

„მე ვთქვი, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობებს. ასე რომ, მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას გაეხსნას კარი და გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, როდესაც კარნი აუდიტორიაში იმყოფებოდა.