„დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში, ვლადისლავოვკას მახლობლად, დარტყმა განხორციელდა ჩრდილოეთ ყირიმის არხზე მდებარე სარკინიგზო ხიდზე"
6-7 სექტემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე, მათ შორის ჩრდილოეთ ყირიმის არხზე მდებარე სარკინიგზო ხიდზე, დარტყმები განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით:
„დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმში, ვლადისლავოვკას მახლობლად, დარტყმა განხორციელდა ჩრდილოეთ ყირიმის არხზე მდებარე სარკინიგზო ხიდზე. მტერი აღნიშნულ ხიდს სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებს“.