არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა და გაყალბეების მასშტაბურ სქემაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ოცნებამ" არჩევნებზე 600 მილიონი ლარის ოდენობის შავი ფული გამოიყენა.
პრეზიდენტმა ისაუბრა დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესუსრის ბოროტად გამოყენებაზე და იმ რუსულ პროპაგანდაზეც, რასაც მმართველი გუნდი არჩევნებამდე მიმართავდა.
ასე მოვედით ჩვენ რუსულ არჩევნებთან, რომელზეც იყო სისტემატური, მასიური გაყალბება და ეს გაყალბებები იყო ძალიან დახვეწილი, ძალიან კარგად იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეტანილი იქნა გაცილებით ადრე. საარჩევნო კომისიაში დანიშნეს, არა იმ წესებით, რომელიც ევროკავშირის რჩევა იყო, არამედ სხვა წესებით. ელექტრონული ხმის მიცემა, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული, ასევე იყო გამოყენებული იმისთვის, რომ მომხდარიყო გაყალბება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპელი პენსიონერების ფული იყო გამოყენებული და ეს ქოლცენტრები იყო გამოყენებული არჩევნების დროს. ადმინისტრაციული რესურსები, ასევე, რა თქმა უნდა, საჯარო სექტორის დაშინება, ეს ყველაფერი იყო გაცილებით ადრე არჩევნებამდე.
რუსული სტილის პროპაგანდა, უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ, არჩევნებამდე და არჩევნების დროს, ჩვენ ვნახეთ პოსტერები, რომლებზეც ერთად იყო გამოსახული უკრაინის დანგრეული ქალაქები, თეატრები და მეორე მხარეს იყო გაბრწყინებული საქართველო, რომელმაც გააოგნა ბევრი ქართველი. იმიტომ, რომ ეს არ არის ქართული სტილი და ქართულ ხასიათში არ ზის ასეთი პოსტერების განთავსება და ამაში ჩანს რუსული ხასიათი ასევე.
საუბარი ოფიციალური პირებისგან იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ მთავრობის გადაგდება და შემდეგ მმართველი პარტია ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ გააუქმებდა ოპოზიციურ პარტიებს. 600 მილიონი ლარი, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი დოლარია იძულებული გახდნენ, რომ გაეყიდათ ოქტომბერში იმისთვის, რომ კომპენსირება მოეხდინათ ყველაფრის რასაც აკეთებდნენ", - განაცახდა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი