"დარტყმა განხორციელდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის კიდევ ერთ ობიექტზე, თანაც მნიშვნელოვან მანძილზე - 2 500-ზე მეტ კილომეტრზე"

"დარტყმა განხორციელდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის კიდევ ერთ ობიექტზე, თანაც მნიშვნელოვან მანძილზე - 2 500-ზე მეტ კილომეტრზე"

"დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების მორიგი მიღწევა გვაქვს: დარტყმა განხორციელდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის კიდევ ერთ ობიექტზე, თანაც მნიშვნელოვან მანძილზე - 2 500-ზე მეტ კილომეტრზე. ეს ციმბირში, ტობოლსკში მოხდა. ახლა ეს რეგიონიც ხელმისაწვდომია ჩვენი ღრმა დარტყმებისთვის. ეს ჩვენი უკრაინელი მეომრების ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მადლობას ვუხდი ყველას სიზუსტისთვის. იქნება მეტი უკრაინული ღრმა დარტყმა, რომლებმაც რუსეთსა და რუსებს უნდა აჩვენონ, რომ მშვიდობა აუცილებელია.

ჩვენ გვაქვს რუსეთში ჩატარებული შიდა გამოკითხვების მონაცემები, რომ უკვე ახლა იქ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ომის დასრულება სურს. ეს კიდევ უფრო საგრძნობი უნდა გახდეს. ისე, რომ პუტინმა, მისმა ადმინისტრაციამ, მისმა „ფსბ-შნიკებმა“ და ყველამ აგრესორ სახელმწიფოში ერთნაირად გაიგოს, რომ მშვიდობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

დღეს მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ყველა არაგულგრილ მასმედიას, ყველა ჟურნალისტს, ყველა მედიასაშუალებასა და ყველა ბლოგერს, რომლებიც აჩვენებენ და ჰყვებიან სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ ომში და როგორ ხდება. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის ისტორიაში, როდესაც მათ აღარ აქვთ უსაფრთხო სტრატეგიული ზურგი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ არ შეუძლიათ ომის წარმოება ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში