სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაშაძე: ჩემზე თავდასხმა შეიძლება მკვლელობის მცდელობად შეფასდეს

გიორგი ვაშაძე 17 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებს - "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი ამბობს, რომ აქციაზე მას თავს სახრახნისით დაესხნენ.

მისი თქმით, მათ შეძლეს თავდამსხმელის იდენტიფიცირება - ვაშაძის მტკიცებით, ეს 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია.

„იურისტებთანაც მქონდა საუბარი – ქმედება, რომელც ჩემ მიმართ არის ჩადენილი, შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით შეფასდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის ცდილობდა ჩემთვის სახრახნისის დარტყმას, მათ შორის, ყელის არეში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გაიქცა.

მოქალაქეების მხრიდან შეტყობინება შევდა 112-ზე. საათნახევარი ველოდეთ, რომ მოსულიყო ვინმე სამართალდამცავი უწყების მხრიდან, შემდეგ კი დამიკავშრდა გამომძიებელი, სახელად გიორგი, რომელმაც მითხრა, რომ 10 წუთში ადგილზე მოვიდოდა. კიდევ 10 წუთში კი კვლავ დამიკავშირდა სხვა პირთან ერთად და მითხრა, რომ მოსვლას არ აპირებდა, რაც კანონდარღვევაა.

იქვე იდგა საპატრულო ეკიპაჟი. მათ მხრიდან არ მომხდარა რეაგირება.

დღეს საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რომლებიც ხვდებიან, სცემენ ადამიანებს, იჭერენ და აკავებენ ყალბი ჩვენებებით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლებენ მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს, ადამიანებს, ვინც იბრძვის ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. მინდა ვითხრა ბიძინა ივანიშვილს – ჩვენ ეს ვერ შეგვაშინებს, პირიქით, გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ, რომ შენი პერსონალური მოშორება მოხდეს ამ ქვეყნიდან. იმიტომ, რომ შენ ხარ ქაოსის და არეულობის შემომტანი” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100