მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
"ოცნების" მხილება მსოფლიოს უმღლესი ტრიბუნიდან - სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში "ქართულ ოცნებას" რუსული ძალა უწოდა, ივანიშვილის ნაბიჯები კი 1921 წლის მოვლენებს შეადარა როდესაც ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვეს.
„გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას."- განაცხადა პრეზიდენტმა.
მოპარული არჩევნები, ევროპული მომავალი, ხელახალი არჩევნების დანიშვნა - სწორედ ამ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში.
სალომე ზურაბიშვილი შუაგული ევროპიდან ამბობს, რომ სწორედ ეს სამი მოთხოვნა აქვს ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს საქართველოში და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქუჩაში გასულებს რევოლუციური სცენარი არ აქვს.
„უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ 21 დღე. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები გაიმართა გაზაფხულზე, ეს პროტესტი გაიმართა, როდესაც მეორედ შემოიღეს რუსული კანონი. პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა საფრთხეს მათი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის წინაშე.“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ "მმართველი პარტია რუსულ გზაზე დაადგა"
„საქართველოს ორი ნაწილი არ არსებობს. ორი მხარე არ არის. ერთ მხარეს არის საქართველოს ხალხი და მეორე მხარეს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული აპარატი. მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა და რატომ? იმიტომ, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ.
ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც, ნათლად ვერ დავინახე, „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს გავრილოვის ინციდენტის დროს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა.
პრემიერ-მინისტრი ნატოს ადანაშაულებს, რომ მან მოახდინა პროვოცირება ომის გაგრძელებისა თუ არა მისი დაწყების. შემდეგ მოდის, 2024 წელს მეორე „რუსული კანონი“, შემდეგ რუსული რიტორიკა. შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი მმართველის ივანიშვილის გამოსვლა მოჰყვა, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდა და ევროპელ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ყველაფერში ადანაშაულებდა.
კომენტარი