სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი

"ოცნება" ევროკავშირს განცხადებით მიმართავს - როგორც ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.

მმართველი გუნდი ასევე უარს ამბობს ევროკავშირისგან ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზეც.

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული იქნება, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100