სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაპოლეონ ბონაპარტეს ღვინის ბოკალს აუქციონზე გაყიდიან

აღსანიშნავია, რომ ანტიკვარიატის კოლექციონერებს ნაპოლეონ ბონაპარტეს ღვინის ბოკალი ნამდვილად დააინტერესებთ. ბოკალს ლონდონში, დღეს, „Bonhams“-ის აუქციონზე გამოიტანენ.

ბოკალს საქუარი, ხისგან შექმნილი და ტყავით გადაკრული ხელნაკეთი სათავსო აქვს. მასზე არის წარწერაც: „იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს ღვინის ბოკალი. ელბას მმართველებისგან 1818 წელი“.

ახლა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბოკალის შეძენა, რომლიდანაც ოდესღაც საფრანგეთის იმპერატორი, ნაპოლეონ ბონაპარტე ღვინოს მიირთმევდა. აღნიშნული ნივთის საწყისი ღირებულება 3,277 ამერიკული დოლარი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100