"გუ­რა­მიშ­ვი­ლის ძეგლ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, გა­მაფრ­თხი­ლეს, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი მო­დი­ს ძეგლის სა­ნა­ხა­ვადო. ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი" - დღეს მერაბ ბერძენიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა

დღეს მერაბ ბერძენიშვილს 91 წელი შეუსრულდებოდა.

წარმოიდგინეთ თბილისი, ფილარმონია მუზის გარეშე. ანდა, სააკაძის მოედანი, სააკაძის გარეშე, თბილისი უდავითაღმაშენებლოდ და დიდგორი ხმლების გარეშე? მზიურში არმდგარი ნოდარ დუმბაძის მემორიალი, და წიგნს ჩახუტებული გურამიშვილი? ის კი არა, მეტრო მარჯანიშვილში კოტეც არ იქნებოდა გამოჭიმული.

გთავაზობთ ბრწყინვალე ქართველი მოქანდაკის, ფერმწერის და მხატვრის ცხოვრებიდან ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს, როდესაც ის დავით გურამიშვილის ძეგლზე მუშაობდა და სიმონ ჩიქოვანი ესტუმრა.

"ერთხელ, რო­დე­საც გუ­რა­მიშ­ვი­ლის ძეგლ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, გა­მაფრ­თხი­ლეს, დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლი სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი მო­დი­სო ძეგლის სა­ნა­ხა­ვად. მე ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, რად­გან და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის სულს თუ ვინ­მე ჩას­წვდა - ეს იყო სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი… და აი, ჩემ­თან მო­დის პო­ე­ტი, რო­მელ­მაც მთე­ლი არ­სე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ღრმა გან­ცდით უმ­ღე­რა და­ვით გუ­რა­მიშ­ვილს. ბუ­ნებ­რი­ვია, ავ­ღელ­დე­ბო­დი.

ამის მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ სი­მონ ჩი­ქო­ვანს მე ვთვლი­დი გუ­რა­მიშ­ვი­ლის ტკი­ვი­ლე­ბის თა­ნა­ზი­არ პო­ე­ტად, რო­მელ­მაც ასე ძლი­ე­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რა სი­ტყვა­ში გუ­რა­მიშ­ვი­ლი. მე ვღე­ლავ­დი და ვფიქ­რობ­დი, ის კი იდგა მდუ­მა­რედ. სი­ჩუ­მე სა­უ­კუ­ნედ მეჩ­ვე­ნა და შემ­დეგ ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­ის­მა და­ბა­ლი ხმა: "სან­თე­ლი­ვით ცად აწ­ვდი­ლო და­ვით, შენ ჰგო­დებ­დი ას­ტრა­ხან­ში ღა­მით..."

ვმუ­შა­ობ­დი და ღრმად მჯე­რო­და, რომ, რა­საც ვა­კე­თებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და პო­ე­ტის სა­ხის შე­საქ­მნე­ლად - ლა­კო­ნუ­რი კაბა, გაწ­ვდი­ლი ხელი, ნა­ტან­ჯი და დაგ­რე­ხი­ლი ისე, რო­გორც სული პო­ე­ტი­სა. სადა, სხე­ულ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი სახე, ღრმა, ფორ­მა­თა მე­ტყვე­ლე­ბით… ყვე­ლა­ფე­რი მიზ­ნი­სათ­ვის კეთ­დე­ბა.

მე გა­ვა­კე­თე არა მე­ო­მა­რი, მებ­რძო­ლი დი­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მსგავ­სნი მრა­ვალ­ნი იყ­ვნენ მის გვერ­დით და უკ­ვა­ლოდ გაქ­რნენ, არა­მედ, სუ­ლის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის პო­ე­ზია დღე­საც აღაფრ­თო­ვა­ნებს და უმაღ­ლეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს ადა­მი­ანს…მე სწო­რედ ეს ავი­ღე და პლას­ტი­ურ ენა­ზე გა­დავ­თარ­გმნე მისი წა­მე­ბა, ტან­ჯვა, გო­დე­ბა სა­კუ­თა­რი ბე­დის­წე­რი­სა და სამ­შობ­ლოს ხვედ­რის გამო".

კომენტარი