ლევან კოღუაშვილის ფილმი Asian World Film Festival-ის გამარჯვებულია

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ Asian World Film Festival-ის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ლევან კოღუაშვილმა ფესტივალის ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"ქვეყანა საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა, მუდმივად არის კულტურათა თავშეყრის ადგილი და მზად ვართ, ამ კულტურული გავლენის მისაღებად“, – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით იბძოლებს.

კომენტარი