სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანტიკური ეპოქის ბახუსის ზეიმი კომპანია GWS-მა აღადგინა და გაათანამედროვა

ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS-მა თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმი - Feast of Bacchus გამართა. GWS, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ აღადგინა ანტიკური ტრადიცია ბახუსის ზეიმი და თანამედროვე სახით წარმოგვიდგინა: „იდეალური გარემო, სასიამოვნო მუსიკა და საუკეთესო ღვინო“.

ღონისძიების მიზანს სწორედ, დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა - გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენდა - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21-ე საუკუნეში.

ცნობილია, რომ ბახუსი (Bákhos) იგივე დიონისე რომაულ მითოლოგიაში მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობას და შესაბამისად დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითაც ყველა შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კომპანია GWS-ის უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, საერთაშორისო პარტნიორები, ღვინის მასტერი, ჩინეთში ქართული ღვინის წარმომადგენელი დებრა მაიბურგი, მისი თანმხლები მედიის 14 წარმომადგენელი და იმპორტიორი ჰონგ კონგიდან.

ბახუსის ზეიმს ასევე ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.

სტუმრებს უმაპინძლა კომპანიის აღმსარულებელმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ: „დღეს ბახუსის ზეიმია, რომელსაც პირველად ჩვენს რეალობაში საქართველოში სწორედ GWS აღნიშნავს. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია. უკვე მეოცე წელია ტრადიციად გვაქვს შემოდგომით დღესასწაულების აღნიშვნა რთველის დაწყებამდე. დღესასწაულს ყოველ წელს სხვადასხვა სახელი ერქმევა, ამჯერად, მას „ბახუსის ზეიმი“ დავარქვით. GWS საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი პოპულარული კომპანიაა. ჩვენ ყოველ წელს ვზეიმობთ რთველის დაწყებას და ვაწყობთ ღვინის ფესტივალებს“.

„ჩვენ ვზეიმობთ ბახუსის დღესასწაულს. დღეს მთელს მსოფლიოში საუბრობენ ქართულ ღვინოსა და მის საუკუნოვან ისტორიაზე. მართლაც, საქართველოში ღვინის წარმოების 8 000 წლიანი ტრადიცია არსებობს. სწორედ ამ დღეებში ქალაქ ბორდოში გამართულ გამოფენაზე, საქართველო არის მასპინძელი, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი პირველი ქვეყანა. სწორედ, ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი გაგვეცოცხლებინა ტრადიცია ბახუსისა, იგივე დიონისესი, რომელიც საქართველოში ნამდვილად არსებობდა, რასაც ადასტურებს ბახუსისა და დიონისეს მოზაიკა, ქანდაკებები, ნიღაბები, რომლებიც აღმოჩენილია არქეოროგიული გათხრებისას, რაც დადასტურებულია ასევე კვლევებით და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-III საუკუნეებით,“ - ბახუსის იგივე დიონისეს არსებობაზე ქართულ რეალობაში გვესაუბრა GWS-ის ელჩი ქეთი კენკიშვილი.

კომპანიამ Feast of Bacchus თეატრალიზებული სახით წარმოგვიდგინა და მოსულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. წარმოდგენა პანტომიმის თეატრმა გამართა - კომპანიის ფერებში გამოწყობილი მსახიობები იდეალურ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებმაც ადგილზე ბახუსის თემაზე ჩანახატები შექმნეს, რომელთა დაჯილდოვება მოგვიანებით სოციალური მედიით მოხდება. ეზოს შესასვლელში განთავსდა ყვავილების კუთხე, სადაც მოწვეულ ქალბატონებს ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები, თმისამაგრები უსახსოვრეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი, რომელიც DJ-ის ორიგინალური კომპოზიციებით დაასრულდა.

ღონისძიებაზე GWS სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგინა ახალი პრემიუმ ბრენდი - თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი. GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 400 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100