The Crown, Queen's Move... - "ოქროს გლობუსის" 78-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა სია ასეთია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს გლობუსის 78-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაციაში ქლოე ჟაოს ფილმმა Nomadland-მა გაიმარჯვა.

კონკურსში მონაწილეობდნენ დეივიდ ფინჩერის ფილმი Mank, ფლორიან ზელერის The Father, აარონ სორკინის The Trial of the Chicago 7 და ემერალდ ფენელის ფილმი Promising Young Woman. დრამის საუკეთესო მსახიობი ქალად კი ანდრა დაი დაასახელეს.

საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობის შესახებ გადაღებულმა The Crown-მა გაიმარჯვა. საუკეთესო მინი-სერიალად დასახელდა Queen's Move. ხოლო საუკეთესო კომედიურ ტელესერიალად Shitts Creek აღიარეს.

დენიელ კალუია და ჯოდი ფოსტერმა ნომინაციებში მეორეხარისხოვანი როლებისთვის გაიმარჯვეს. კორეელი ამერიკელი რეჟისორის ლი ისააკ ჩუნმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ფილმით Minari გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო ანიმაციურ მულტფილმად Soul დასახელდა.

ოქროს გლობუსის ჯილდოებa 1944 წლიდან ყოველწლიურად 20-ზე მეტ კატეგორიაში გაიცემა. აშშ-ის კინოაკადემიის ოსკართან ერთად, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად კინემატოგრაფიის სამყაროში.

კომენტარი