მონიკა ბელუჩი აფხაზეთში გადაღებულ ფილმში ითამაშებს - კუსტურიცა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება

ემირ კუსტურიცა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება, ამჯერად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ რეჟისორი რუსულ მედიასთან საუბრობს.

მისი თქმით, ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, მონიკა ბელუჩი ითამაშებს.

კუსტურიცა ამბობს, რომ ფილმს აფხაზი მსახიობების მონაწილეობით იღებს, მაგრამ მთავარ როლს შეასრულებს სლავკო შტიმაცი.

მისივე თქმით, ფილმში ითამაშებს მონიკა ბელუჩი. კუსტურიცა აღნიშნავს, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.


კომენტარი