სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინდა ისევ დავეთანხმო ნიკოს, ახლა თურმე, ბოზობაა მოდაში

დღეს თბილისის, ვეღარა ვცნობ კილოს
ყოველ ღამე, მეღვიძება ბოდვაში.
დედა ისე ვეღარ ამბობს შვილოს
ფიქრი იწვის, დაღლასა და ბორგვაში.

დღეს ჩვენს ქალაქს, აღარააქვს ფასი
დავრჩით ასე, თავდაყირა პოზაში.
მისალმება ისევ გახდა ფარსი
აგვირიეს , ბოროტება დოზაში .

იყიდება ყველა დარდი, გრძნობა
აღარ არის დაფასება ცოდნაში.
გაიცვალა დღეს ხურდაში ძმობა
გაიცვალა გულის ამრევ მტრობაში.

ყველა დილა დაიწყება თარსით
ავურიეთ გინებები ლოცვაში .
გამდიდრება, მოპარული განძით
ეჯიბრები მოხუცს,ფეხზე დგომაში.

აღარავინ აღარ მოგცემს სითბოს
აქ ღორობა, არ ითვლება ცოდვაში.
მინდა ისევ დავეთანხმო ნიკოს
ახლა თურმე, ბოზობაა მოდაში.

ამ ლექსის ავტორი რეზი ქინქლაძე საკუთარი კრებულის გამოცემას დიდი ხანი გეგმავდა, ტექნიკური პრობლემების გამო საკუთარ მკითხველს დაპირებულ წიგნს დაგვიანებით, მაგრამ მაინც წარუდგენს.

29 აპრილს Studio 5 -ში - ახალგაზრდა ქართველი პოეტის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. შალვა დადიანის N9-ში საღამოს 8-დან 10 საათამდე, რეზი პოეზიის მოყვარულებს ლამაზ საღამოსა და სიყვარულით სავსე ლექსებს პირდება.

კიდევ ერთხელ ჩაიარეთ რა მოხდება

ან რამ შეგქმნათ,ამისთანა მზის სადარი.

ეგ ტუჩები დათმობისთვის მეცოდება

მერე რა თუ აგრევიათ მისამართი .

მხოლოდ ერთხელ გაკოცებდი, დამრთეთ ნება

მერე წახვალ, მე კი ჩუმად დაგხატავდი.

ვიცი თუ ის ვერ იპოვნეთ, ასეც ხდება

დაბრუნდები, მაგრამ ცრემლებს დამალავდით.

ისევ მსურდა, ჩემს ქუჩაზე დამენახეთ

ყველა ფიქრს და ოცნებას რომ გაფანტავდი.

მე კი უკვე, გამეტებით დამემართეთ

მაგრამ სადღაც, გაფიქრებას ვიკრძალავდი.

უშენობით, სული ისე ამომხდება

რომ ამ სიკვდილს, დაერქმევა მისაბაძი.

დარჩი ჩემთან სამუდამოდ, რა მოხება

მერე რა თუ, აგრევიათ მისამართი

(რეზი ქინქლაძე)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100