როგორ უნდა „დაკერო“ ქალი? 10 რჩევა მამაკაცებს

ეს სტატია განკუთვნილია იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ქალებში პოპულარობით ვერ სარგებლობენ და სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის თავის შეყვარებას ვერ ახერხებენ. კაცებო გთავაზობთ 10 კონკრეტულ რჩევას, რომელთა გათვალისწინების შედეგად თქვენ სასურველი ქალბატონის გულს მოიგებთ.

იყავი ის რაც ხარ - მამაკაცების დიდი ნაწილი რატომღაც ქალისთვის თავის მოსაწონებლად ვიღაც სხვა ადამიანის როლს თამაშობს. რა საჭიროა ეს? ადრე თუ გვიან სიმართლე ხომ მაინც გაირკვევა და ამის შემდეგ სასურველი ქალბატონი აუცილებლად წავა სხვასთან.

გოგოსთვის თავის მოწონების აუცილებელია იყოთ თავდაჯერებული. ქალებს ასეთი კაცები მოსწონთ, თავად განსაჯეთ თქვენ კაცი ხართ, კაცი კი ურთიერთობაში მმართველია, გინახავთ სადმე მმართველი რომელიც არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული?

ნუ დაუწყებ მას კუდში დევნას. თუ გსურს ქალს თავი შეაყვარო, მაშინ შენი მიზანია ის დაგდევდეს შენ და არა პირიქით. რატომ? შენ მისთვის უნდა იყო ოცნება, ოცნებები კი მიუწვდომელია. უბრალოდ იტრიალე მის გარშემო, იყავი სულ ახლოს ოღონდ არ მიახვედრო, რომ ამის მიზეზი თავადაა.

უნდა იცოდე მისი სუსტი წერტილები (საყვარელი ფილმები, წიგნები, სასურველი ნივთები, ოცნებები, გემოვნება და ა.შ) და ითამაშო მათზე. ამ ყველაფრის ცოდნა გოგონას გახარებაში, მისი სურვილებისა და ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ რაც წინ გადადგმული ერთი დიდი და სერიოზული ნაბიჯია.

იყავი გულუხვი - ამ პუნქტში არ იგულისხმება მისთვის ბრილიანტებისა და სხვა ძვირადღირებული ნივთების შეძენა, თუმცა ბანალური სიძუნწის თავიდან მოშორება აუცილებელია. აქვე აუცილებელი გირჩიოთ, რომ თუ გოგონას ანგარებას შეამჩნევთ, თუ ცდილობს თქვენთვის საუქრების გამოძალვას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ მას.

ეცადე იყო მისთვის ავტორიტეტი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ გახდი მისთვის მეორე მამა, თუ ამას მოახერხებ გილოცავთ, შენ უკვე გავლილი გაქვს მისი გულისკენ მიმავალი გზის ნახევარი.

იყავი პოპულარული ქალებში, რათა შენი დაკარგვის შიში ჰქონდეს. თუმცა აქ საშიშ ზღვარს არ უნდა გადახვიდე, მან უნდა იცოდეს, რომ შენთვის პირველ ადგილზე დგას.

ნუ გახდები ასლი. გოგონებს არ მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც თოკზე ყავთ გამობმული, ნუ დაეთანხმები მას ყველაფერში, გქონდეს შენი აზრი, შენი ხასიათი, ინტერესები და ა.შ. დაიცავი საკუთარი შეხედულებები, ოღონდ უხეშობისა და აგრესიის გარეშე.

იყავი დამოუკიდებელი. არასდროს არ აჩვენო ქალს რომ მასზე დამოკიდებული ხარ, მაშინაც კი თუ მის გარეშე ერთი საათის გაძლებაც კი არ შეგიძლია, პირიქით გაქრი მისი თვალთახედვის არედან პერიოდულად. ასევე აუცილებელია, რომ დამუკიდებელი იყო სხვა ფაქტორებისგანაც.

იყავი კომპანიის სული და გული, გოგონებს ხიბლავთ მხიარული, ენერგიული ახალგაზრდები, რადგან სასიამოვნოა დაეუფლო იმას რაც ყველას მოსწონს და უყვარს.

კომენტარი