ინდოელი პატარძლები - ბითუმად

2011 წლის 17 დეკემბერს რომ ინდოეთის ერთ-ერთ მხარეში - ნოიდაში მოხვედრილიყავით, ნამდვილად გაოცებული დარჩებოდით, რადგან ქუჩაში ნახავდით უამრავ, ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილ და დანომრილ გოგონებს, რომლებიც ნიუ-დელიში, სპეციალური დარბაზისკენ მიიჩქაროდნენ და რიგში დგებოდნენ.

საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთმა ინდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინდოეთში მასობრივი ქორწინების ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და ინდოელმა გოგონებმა ეს იდეა აიტაცეს: დანომრილი პატარძლები დიდ დარბაზში თავსდებიან, მეორე დარბაზში კი მათ ასევე დანომრილი ნეფეები ელოდებიან.

ასეთი მასობრივი ქორწინების მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ ქორწილის ცერემონიალის ხდარჯებს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაცია იხდის. ჰოდა, ბითუმად ჩამოსარიგებელი ინდოელი პატარძლების მზერა იქ მყოფმა „როიტერის“ ფოტოკორესპონდენტმა მშვენივრად დაიჭირა...

კომენტარი