გააუპატიურეს, 4-ჯერ მჟავა გადაასხეს და ქიმიკატებითაც მოწამლეს - ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია, რომელიც შეგძრავთ

ინდოეთში 35 წლის ქალი პირველად 2008 წელს გახდა ძალადობის მსხვერპლი. ყველაფერი კი ქონებრივი დავით დაიწყო. დეტალები უცნობია, თუმცა ის გარკვეული ქონების მოთხოვნის გამო გააუპატიურეს. მომდევნო წლებში ის ქალთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მოძალადე არა ერთხელ დაესხა თავს და მძინარეს მჟავა გადაასხა.

ინდოელი ქალები ხშირად ხდებიან ამ სახის ძალადობის მსხვერპლნი. მათზე მამაკაცები ძალადობენ და შემდეგ მჟავას ასხამენ სახეზე. ისინი ძირითადად თავშალ მოხვეულნი დადიან, რადგან რცხვენიათ სახის გამოჩენის.

ამჯერად კი საქმე კიდევ უფრო მძიმეა. 35 წლის ინდოელს პოლიცია იცავს, მხოლოდ ფორმალურად, რადგან მოძალადე მასზე მაინც ახერხებს იერიშის მიტანას. 2008 წელს სექსუალური ძალადობის შემდეგ, ოთხი წლით თითქოს დამშვიდდა მისი ცხოვრება და ნელ-ნელა უბრუნდებოდა ჯანსაღ ფსიქიკას, 2012 წელს მას მჟავა გადაასხა მოძალადემ, მომდევნო წელბშიც განმეორდა იგივე. მაშინ, როცა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი დაცული უნდა ყოფილიყო, მამაკაცი ახერხებდა მსხვერპლის ოთახში შეღწევას. რამდენიმე თვის წინ ქიმიკატები ძალდატანებით დაალევინა. ეს 2017 წლის მარტში მოხდა, მაშინ პოლიციამ მოახერხა მოძალადის დაჭერა, თუმცა ერთთვინანი პატიმრობის შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი შეტყობინება შევიდა პოლიციაში. ამჯერად ქალი კიდევ უფრო მძიმედაა, მისი ორგანიზმი კიდევ ერთი მჟავის გადასხმის ფაქტს გაუმკლავდება თუ არა, ექიმებმა ჯერ არ იციან.

კომენტარი