სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ვებრძოლოთ ასაკობრივ ნაოჭებს

სახის კანის მოსავლელად და გასაახალგაზრდავებლად რა პროცედურები არსებობს და რამდენად ეფექტურია ისინი? - დღევანდელ რეალობაში ესთეტიკური მედიცინა უამრავი სიახლით გვანებივრებს, ამიტომ ყველა ასაკსა და პერიოდში კანი სათანადოდ უნდა იყოს მოვლილი. ინექციური პროცედურების დაწყებამდე კანი აპარატურული მეთოდით უნდა გაიწმინდოს. პროცედურა უნდა ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. ამის შემდეგ ინექციურ მეთოდებს უკეთესი შედეგი ექნება. -სხვადასხვა ტიპის სახის კანი რა ინტენსივობით უნდა გაიწმინდოს? -მშრალი კანის შემთხვევაში სახის წმენდა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ისიც ზედაპირულად. კომბინირებული კანი წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, ცხიმიანი კანი კი სჯობს ორ თვეში ერთხელ გაიწმინდოთ. - ულტრაიისფერი სხივებისგან თავი როგორ უნდა დავიცვათ? - გაზაფხულის დადგომისთანავე აუცილებელია სახის კანის დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. გარეთ გასვლის წინ სისტემატურად უნდა დავიტანოთ კანზე მზისგან დამცავი მალამო. SPF მაქსიმალურად მაღალი მაჩვენებლით.

გვირჩევს კოსმეტოლოგი ნუკი ლობჟანიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100