სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წელს 11 თებერვალს არის ის დღე, როცა მარილიანი კვერებს ჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ - ეს წესები ზედმიწევნით უნდა შეასრულოთ

6 თებერვლიდან სუბსარქისობის დღესასწაული დაიწყო, რასაც წინ 5-დღიანი მარხვა უძღვის. დღესასწაული სომხეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ ნახევარში აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მცოცავია.

ხალხური ტრადიციით, სუბსარქისობა ახალგაზრდების, შეყვარებულების დღესასწაულია. ამ დღეს კვერებს ჭამენ და სიზმარში მომავალ საბედოსთან შეხვედრას ელიან. ეს არ არის მართლმადიდებლური დღესასწაული. წელს ახალგაზრდებს კვერების ჭამა 11 თებერვლის ღამეს შეეძლებათ.

როგორ მზადდება მარილიანი კვერი ⇓

1 ს/კ ფქვილი;

1 ჩ/კ მარილი;

1ფ/კ წყალი;

მოზილეთ ცომი და ცხიმის გარეშე გამოაცხვეთ კვერი. აუცილებელი პირობაა, რომ კვერი დაძინებამდე 1 საათით ადრე უნდა მიირთვათ. წყალი არ მიაყოლოთ. თუმცა ჭიკა წყალი საწოლთან უნდა დაიდგათ. ზედმიწევნით შესრულებული წესების შემდეგ, ლეგენდის თანახმად, სიზმარში ნახავთ საბედოს, რომელიც წყალს დაგალევინებთ..

წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად 2007 წლიდან აღინიშნება. ეკლესიებშიც ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს. ახალგაზრდებს სჯერათ, რომ წმინდა სარქისი ყოველთვის დაიცავს მათ სიყვარულს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100