სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტორეპორტაჟი: როგორ იხსნა ბეჰემოთმა ანტილოპა ნიანგის ხახისგან

ანტილოპების ჯოგი მდინარის გადალახვას აპირებდა, როცა მათ ნიანგი დაესხა თავს. ჯოგი გაიფანტა, ნიანგმა კი კბილები ერთ, ჯოგს ჩამორჩენილ ანტილოპას ჩაავლო, რომელსაც, ალბათ, მალევე მოუთავებდა ხელს, მოულოდნელად, ანტილოპას საშველად... ბეჰემოთი რომ არ გამოჩენილიყო. იგი შორიახლოს მყოფ ბეჰემოთებს გამოეყო, მტაცებელს თავგანწირულად შეუტია და ნადავლი კბილებიდან გააგდებინა. ამის შემდეგ მამაც ბეჰემოთს "თანამოძმეები" მიეხმარნენ, დაჭრილ ანტილოპას წრე შემოარტყეს, მერე კი სამშვიდობოს გასვლაშიც დაეხმარნენ. ფოტოებში კარგად ჩანს, როგორ ეხმარება ბეჰემოთი დაჭრილ ანტილოპას და როგორ ჰკრავს დრუნჩს, რათა ნაპირზე ასვლაში მიეხმაროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100