ღარიბაშვილი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას აქციებს აბრალებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს რუსთაველზე გამართულ აქციებს უკავშირებს და ამბობს, რომ აქციების შემდეგ რაოდენობა გაორმაგდა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აქციებს "უაპსუხისმგებლო" უწოდა. შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე აქციები 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ იმართებოდა. "ბოლო ორ კვირაში პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა ინფიცირების. აქვე მინდა ავღნიშნო, სავსებით სამართლიანად, ვიტყოდი, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმე დღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის რაც მოხდა და ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის",- თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარი