25 წლის მასწავლებელი ბოიფრენდთან გაგზავნილი შიშველი სელფის გამო სკოლიდან გაათავისუფლეს

25 წლის მათემატიკის მასწავლებელი ლორენ მირანადა ნიუ-იორკის სკოლიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. სამსახურის დაკარგვის მიზეზი მის მიერ გადაღებული შიშველი სელფი გახდა, რომელიც თავის ბოიფრენდს ორი წლის წინ გაუგზავნა, ცოტა ხნის წინ კი აღნიშნულ ფოტო მისი ერთ-ერთი მოსწავლის ტელეფონში აღმოჩნდა - წერს New York Post.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლორენის ბოიფრენდი სხვა სკოლაში მუშაობდა პედაგოგად, თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, საიდან ჩაიგდო ხელში მირანადას მოსწავლემ ფოტო, რომელიც შემთხვევით მოპოვებულს სულაც არ ჰგავს.

"არ გვაქვს ინფორმაცია, თუ საიდან აქვს ლორენის მოსწავლეს ფოტო, რომელიც ჯერ მან, შემდეგ კი სკოლის ხელმძღვანელობამ ნახა. ამ უკანასკნელმა ლორენი მკაცრად გააკრიტიკა, ეს არ იკმარა და სამსახურიდანაც გაუშვა" - განაცხადა პედაგოგის ადვოკატმა.

მიუხედავად იმისა, რომ ლორენს საჯაროდ არასდროს აუტვირთავს შიშველი სელფი და არც მსგავსი ინციდენტის მონაწილე ყოფილა, მან სამსახური მაინც დაკარგა. ამის გამო ის და მისი ადვოკატი სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან და გენდერული დისკრიმინაციის გამო სკოლას 3 მილიონი დოლარის კომპენსაციას მოსთხოვენ. ლორენის განცხადებით, მსგავსი ფაქტი მამაკაც პედაგოგს რომ მოსვლოდა, არც ერთ შემთხვევაში გაუშვებდნენ სკოლიდან.

კომენტარი