სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა კავშირშია რუსეთი თბილისის ტერაქტებთან”...

ამერიკელ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა როლი მიუძღვის რუსეთს, საქართველოში, ამერიკის საელჩოსთან ტერაქტის დაგეგმვაში – აცხადებს აშშ-ის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი რობერტ ნიკოლსონი.

თავის სტატიაში ნიკოლსონი ტერაქტის მთელ ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი, სენატის მიერ სტრატეგიული თავდასხმითი შეირაღების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე რამდენიმე თვით ადრე აფეთქდა. აფეთქების შემდეგ, ბევრი სვამდა კითხვას, ვინ გაბედა პირდაპირ დასხმოდა თავს აშშ-ს. ქართული მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ წამოყენებული ბრლდებებს, თავდაპირველად, აშშ არ იზიარებდა და ქართულ ვერსიას დაუსაბუთებელად მიიჩნევდა. თუმცა, როგორც ელი ლეიკი ჭასჰინგტონ თიმეს-ში, წერს, იანვარში, შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა, ЦРУ-ს ხელმძღვანელობით, შეადგინეს მოხსენება, რომელშიც საუბარი იყო, რომ ტერაქტზე პასუხისმგებელი იყო რუსეთის სამხედრო დაზვრევა – ГРУ. საქართველოში აფეთქებების სერიას კი ამზადებდა და ორგანიზებას უწევდა ГРУ-ს ოფიცერი, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი ევგენი ბორისოვი.

თუ ქართული და ამერიკული დაზვერვის შედეგები სწორია, ეს მიუთითებს კონფრონტაციის განახლებაზე 70-იანი წლების “ცივი ომის” რეჟიმში, როდესაც რუსეთი ძალოვან მეთოდებს იყენებდა. საქმე ეხება მოსკოვის მცდელობას, შემოსაზღვროს თავისი “პრივილეგირებული ინტერესების” სფერო და გააფრთხილოს აშშ, ძალიან არ დაუახლოვდეს ქვეყანას, რომელსაც რუსები “ახლო საზღვარგარეთად” თვლიან, – წერს ნიკოლსონი.

როგორც აშშ-ის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი არიელ კოენი და ამერიკის სახმელეთო ჯარების სამხედრო კოლეჯის პროფესორი სტივენ ბლანკი წერენ, 1993 წლიდან, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი იყო მისწრაფება, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, თავისი დაკარგული ჰეგემონია აღედგინა ევრაზიაში.

“რუსეთი უვე დიდი ხანია ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს პროდასავლური ხელისუფლების პოზიციას. ამ მცდელობათა რიცხვშია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც, რომლის შედეგადაც მოსკოვი იმედოვნებდა, რომ საქართველოში პრორუსულ რეჟიმს დააბრუნებდა. თუმცაღა, ერთი შემთხვევის გარდა, როცა 1993 წელს, თბილისში, სავარაუდოდ, რუსეთის აგენტებმა მოკლეს ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანი ფრედ ვუდროფფი, აშშ, რუსეთის პირდაპირი სამიზნე საქართველოში, არასოდეს გამხდარა” - წერს რობერტ ნიკოლსონი და ხაზს უსვამს, რომ თუ აშშ ეხლა არ მოიგერიებს და არ გაუმკლავდება რუსეთს, როცა მან, სავარაუდოდ, იერიში მიიტანა ამერიკის საელჩოზე, ეს გახდება სხვა ახალი ანალოგიური შემთხვევების მიზეზი და არა მხოლოდ საქართველოში.

“თუ რუსეთის ტერაქტებში მონაწილეობის ინფორმაცია უტყუარია, ეს მიუთითებს, რომ რუსეთი “ცივი ომის” ყველაზე ცუდი ტრადიციების აღორძინებას ცდილობს. აშშ-ის მხრიდან კი, რეაქციის არქონა, შეაშფოთებს ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში და გაამხნევებს ამერიკის მოწინააღმდეგეებს.”

იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ განვითარდეს, ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა, რესპუბლიკელი ჯონ კაილის ხელმძღვანელობით, ჰილარი კლინტონს და სხვა ოფიციალურ პირებს წერილი გაუგზავნა, რათა სადაზვერვო სამსახურებმა, ტერაქტთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება წარმოადგინონ. აშშ-ის ადმინისტრაციას სენატორების წერილზე ოფიციალურ პასუხი ჯერ არ გაუცია, ინფორმაცია კი ისევ გასაიდუმლოებულია.

რობერტ ნიკოლსონის აზრით, თუკი რუსეთი მართლაც კავშირშია საქართველოში დაგეგმილ ტერაქტებთან, მით უფრო აუცილებელია, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს ამერიკელ ხალხს, ისევე, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ყოველივე ეს “გადატვირთვის პოლიტიკაზე”.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100