სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიონსე საკუთარი ცხოვრების შესახებ ფილმს გადაიღებს

ბიონსე ცდილობს არ ჩამორჩეს ისეთ კოლეგებს, როგორებიც არიან ქეითი პერი და ჯასტინ ბიბერი, და საკუთარი ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.
სხვა მსახიობებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ბიოგრაფიული ფილმები გადაიღეს, ბიონსე საკუთარი პროექტის რეჟისორი თავად იქნება - ნათქვამია Los Angeles Times-ში. მომღერალი ფილმის პროდიუსერიც იქნება.
პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ ფილმში საუაბრი იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდა ვარსკვლავის კარიერა, იქნება ინტერვიუები, კონცერტებისა და კულისებში მიმდინარე პროცესების ამსახველი კადრები.
შეგახსენებთ, ბიონსეზე ერთი ფილმი უკვე გადაიღეს: ეს იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც გასულ წელს ტელეარხ MTV-ზე გადიოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100