სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის გამო BASSIANI ღონისძიებებს აუქმებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კლუბი ბასიანი ღონისძიებებს დროებით აუქმებს. ამასთანავე, მუშაობას დროებით წყვეტს კლუბი მტკვარზე.

"მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად... ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს — ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად, იზოლაციაშიც", — ნათქვამია ბასიანის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100