გალაკტიონის ერთსტროფიანი ქართული ოცნება

გალაკტიონ ტაბიძის ბევრი, მანამდე უცნობი ლექსი თუ ლექსის ფრაგმენტი მხოლოდ მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც საბჭოთა წყობილება ისტორიის კუთვნილება გახდა. ზოგ ფრაგმენტზე თუ ლექსზე დღემდე დაობენ და ვერ გაურკვევიათ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა იგი გალაკტიონის კალამს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მკვლევარები და ლიტერატურათმცოდნეები თანხმდებიან, რომ ესა თუ ის ფრაგმენტი ან ლექსი ნამდვილად გალაკტიონისაა. იგივე შეიძლება ითქვას ამ ერთ სტროფზე, რომელიც, ალბათ, ქართული ოცნების ყველაზე თვალნათელ გამოხატვადაც შეიძლება ჩაითვალოს:

‎"დადგება დრო, უფროსი ძმა
უმცროსს ვეღარ უბატონებს,
გწამდეთ ყველას, საქართველო
კვლავ თავის თავს უპატრონებს".

კომენტარი