„ჩემი რეაქცია გამოწვეული იყო გუგას პროექტში დარჩენით და არა გიორგი ნარმანიას გავარდნით“ - დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ნუცა თოფურიასთან

პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ერთადერთი ფინალისტი გოგონა ნუცა თოფურია საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თავისი ვიზუალითა და საოცარი ხმის ტემბრით. ნუცა საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური პერსონა გახდა მას შემდეგ, რაც გიორგი ნარანიამ პროექტი დატოვა. ამ ყველაფერზე პოზიტიური და ლამაზი მომღერალი, დეტალურად, დრონი.ჯი-სთან საუბრობს.

- შენ პროექტ "მხოლოდ ქართული" შემდეგ საზოგადოებამ გაგიცნო, თუმცა დრონი.ჯი- მკითხველს უკეთ, რომ გავაცნოთ შენი თავი მოგვიყევი შენს შესახებ - როგორია ნუცა თოფურია?

- სამი წლის ვიყავი, როგორც მეუბნებიან, რომ გაუჩერებლად ვღიღინებდი იავნანას, ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ეს სიმღერა. შემდეგ იყო "ანა-ბანა", რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება... შემდეგ იყო დიდი პაუზა და "მხოლოდ ქართული". არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი, ამიტომაც ვყოყმანობდი სერიოზულ პროექტში გამოსვლაზე, მაგრამ ხლა ვფიქრობ რამხელა ბედნიერებაზე და სიამოვნებაზე ვამბობდი უარს! ერთადერთი იყო ეს პროექტი, რომლის გამოც ყველაფერზ უარი ვთქვი და მთლიანად ჩავერთე. "აქაც მე ვარ,იქაც მე ვარ" ყოველთვის და ყველაფერში აქტიური ნუცა, მხოლოდ ამ პროექტით ცხოვრობდა.

- გარდა სიმღერისა, რითი ხარ დაკავებული?

- ვსწავლობ. ვარ სტუდენტი ჯიპაში პირველ კურსზე.

- შენი აზრით, ხელოვან ადამიანს აძლევს თუ არა საშუალებას ჩვენი ქვეყანა თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- ვფიქრობ, ისეთი პროექტები,როგორიც იყო "მხოლოდ ქართული" ნამდვილად აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ თავიანთი ნიჭი საზოგადოებას ანახონ,თუნდაც მხოლოდ ჩვენპატარა ქვეყანაში.

- ნუცა, შენმა რეაქციამ გუგას პროექტში დარჩენაზე საზოგადოება აალაპარაკა - როგორია შენი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ?


- ვთვლი, რომ ჩემი რექცია გულწრფელი იყო, რომელიც პროექტში გუგას დარჩენამ, მისმა "ფინალში"გადასვლამ გამოიწვია და არა გიორგის წასვლამ პროექტიდან! ეს ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე.

-ამბბენ, რომ გუგას მიმართ გრნობები გაქვს და ამან განაპირობა შენი ემოცია - რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ?

- როდესაც შენი ახლო მეგობარი, რომელთან ერთადაც იბძვი გამარჯვებისთვის (ბევრჯერ აღინიშნა, რომ ჩვენი ათეული ნამდვილად შეკრული იყო და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს) გადადის ფინალში, რა თქმუნდა გაგიხარდება, წამიერად ჩემი რეაქციის დროს ვფიქრობდი გუგას ფინალში გასვლაზე და არა გიორგის გავარდნაზე.

- საოცარი ხმა და ვიზუალი გაქვს, ალბათ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გამოგინდა პროექტში მოხვედრის შემდეგ - როგორი დამოკიდებულებ გაქვს მათ მიმართ?

- ჩემი აზრით, ეს ყველას ესიამოვნება და მათ შორის მეც. არ ვარ გაონაკლისი და ვცდილობ, რომ უყურადღებოდ არც ერთი მათგანი არ დავტოვო.

- ხარ თუ არა შეყვარებული და თუ არა, გვყვარებია ოდესმე?

- ამ ეტაპზე ვცდილობ, რომ მთლიანად ვკონცენტრრდე ჩემს კარიერაზე და ვთვლი, რომ ამისთვის ჯერ არ მცალია, თუმცა - „გულს ვერ უბრძანებ" ამ გამონათქვამსაც ვეთანები.

- გიორგი ნარმანიას მიმართ ჟიუისა და წამყვანების დამოკიდებულება საზოგადოებამ გააპოტესტა. შენ რას ფიქრობ, უსამართლოდ მოექცნენ?

- ეს ძალიან დიდი მსჯელობის საგანი გახდა, თუმცა მე არ მეხება და ვცდილობ ამ თემაზე არ ვილაპარაკო. მთავარია, ვინც საჭიროა იმან იცის ჩემი დამოკიდებულება.

-შენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი.

- ბევრი გეგმა მაქვს და ვცდილობ ნელ-ნელა ყველა შევასრულო. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებსაც იმედია მკითხველი და მაყურებელი მალე გაიგებს.

კომენტარი