სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიყვარულს დამონებული ადამიანების ფიქრებით სავსე სონეტი

მონა ვარ შენი. მორჩილებაც მონური მმართებს,

მმართებს ლოდინი, რომ ვიხილო შენი სახება,

შენს კართან მდგომი, საქმეს ჩემსას, თავს ვეღარ ვართმევ,

რადგან ყოველ წამს ველი შენგან გამოძახებას.

თუკი არ მიხმობ, საყვედური არ წამომცდება,

თუმც უშენობას მირჩევნია უსინათლობა,

არ დაგამადლი, არც მოლოდინს, არცა მოცდენას,

და თუ დამითხოვ, მაშინაც კი გეტყვი მადლობას.

ეჭვიანობის აფეთქებას გულშივე ვიქრობ,

თუმცა ვინ იცის ეგ ლაღობა გაწევს ცოდვებად,

მწუხარე მონა, შენს ლოდინში მხოლოდ ერთს ვფიქრობ,

ვისთანაც შენ ხარ, ბედნიერი მას ეწოდება.

თვალნი დამივსო სიყვარულით, ალბათ, გამჩენმა,

სიავე შენი მე სიკეთედ რომ მომაჩვენა.

კომენტარი