მქონია ღამეები, რომლებმაც გამათენეს - პოეტის ავტოპორტრეტი

მე რაც მიყვარს

სიცოცხლეზე მეტად მიყვარს

და

რაც მძულს

ისიც სიცოცხლეზე მეტად.

ვფიქრობ და ახლაც არვიცი,

როგორ შეიძლება

გიყვარდეს და არ უყვარდე,

უყვარდე და არ გიყვარდეს.

არვიცი,

მე საერთოდ არაფერი ვიცი,

არც ის მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე,

მითუმეტეს სიყვარულზე.

მიყვარს შეშლილებთან საუბარი,

ამიტომ ველაპარაკები საკუთარ თავს საათობით.

მქონია ღამეები რომლებმაც გამათენეს.

მაზოხისტი არ ვარ,

არც გეგონო.

ღმერთმა დამიფაროს.

უბრალოდ როცა არაფერი მტკივა

მინდა ხელისგულზე ლურსმანი დავიჭედო მთელი ძალით

და ტკივილისგან ცრემლები წამმომივიდეს.

ჩემი სული ღრიალებს

ჩემი სული ყვირის

გამხადეთ სხეული!

შემომაფლითეთ ტანი!

მინდა ეს ყვირილი ვარსკვლავებს გავაგონო,

ღმერთამდე მივიტანო

ჩემი დასახიჩრებული სურვილები,

ჩემი გაუკუღმართებული მე.

ვგრძნობ როგორ მეყინება ვენებში სისხლი,

ალბათ რომ გადავიჭრა

ერთი წვეთიც არ წამსკდება ჩემს გემოზე.

ზოგჯერ თვითმკვლელობასავით მჭირდები,

ალბათ ამიტომ არა ხარ ჩემთნ.

ჩემს სულში რომ ჩაეხედა

დედაჩემიც თავს მოიკლავდა.

მე ვიცი რატომ მოიჭრა ვანგოგმა ყური........

კომენტარი