სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომ შემეძლის ვიცხოვრებდი სოფელში და...

რომ შემეძლის ვიცხოვრებდი სოფელში და
შენს მხარდამხარ დავთიბავდი სათიბავს,
შემოდგომას შევიდგამდი კალათით და
ნალიაში ავიტანდი საზიდარს...
ორღობეში გავკიდებდი დარიანებს,
ბაღს მოვრთავდი გვირილებით-
არ გინდა?!
ვაზს დავრგავდით სახლის მარჯვნინ აივანთან,
მერე ასკილს დავკრიფავდით ბაღიდან...
რომ შემეძლოს ალიონზე ავდგებოდი,
შევუნთებდი ბუხარს ცეცხლს და
წავიდააააა....
წავიკრავდი წინსაფარს და რუდუნებით
თაფლაკვერებს მოგართმევდი სადილად....
მერე?....
მერე საღამომდე მზეს დავწნავდი,
მაჭრის სიტკბოს მოგიტანდი მარნიდან,
მეზობლის ქალს აივნიდან გავძახებდი-
-სოფლის ბოლოს მდინარე რად ადიდა?....
შენს მოსვლამდე ვიფიქრებდი წვიმიანზე,
სიმინდებიც ნეტა ხომ არ დამძიმდა,
რომ შემეძლოს ვიცხოვრებდი სოფელში და
იშვიათად გავიდოდი სახლიდან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100