კამერონ დიასი ფეხსაცმლის დიზაინერი გახდა (ფოტო)

წარმატებული სამწერლო დებიუტის შემდეგ (მისი წიგნი The body book დიდი პოპულარობით სარგებლობს) ჰოლივუდის სარსკვლავმა კამერონ დიასმა სამოდელო ბიზნესში გადაინაცვლა. გასულ წერლს კამერონი Pour La Victoire -ის კრეატიული დირექტორი გახდა, 2014 - ის დასაწყისში კი აღნიშნული ბრენდის შვილობილი კომპანიისთვის ფეხსაცმელების კოლექცია შექმნა.

ბუტიკებსა და ონლაინ მაღაზიებში კამერონ დიასის ფეხსაცმელები სულ მალე გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელების ხაზი კინოვარსკვლავის სახელს არ ატარებს და Pour La Victoire - ს მარკის ქვეშ გაიყიდება, თუმცა კამერონის ფეხსაცმელებს მისი „ხულიგნური“ ხასიათი ეტყობა, რადგან კლასიკური სტილის პარალელურად კოლექცია ბაიკერულ მოტივებსაც შეიცავს.


კომენტარი