გამონათქვამები ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებიდან "იგი"

იგი ნის საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.

იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა...

-როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო, როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა , რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია"

"-რა უნდა ნის? -იგის ნის სილამაზემაც ატკინა რაღაც.
ნიმ წყნარად თქვა:
-ნის იგისთან უნდა"

"ის, რაც ნის საამო სუნი იყო, უეცრად გაქრა და მის ადგილას მძაფრი და გამაბრუებელი ქალური სუნი გაჩნდა. იგის გააჟრჟოლა და მუცელში სიმხურვალემ დაუარა. ეტყობა, თვითონაც გამოსცა საპასუხო სუნი, რადგან ნიმ ნესტოები დაბერა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა...
იგიმ მის გვერდით ჩაიმუხლა და ის იყო ისე უნდა მოქცეულიყო , როგორც იქცევიან ასეთ დროს სხვები, რომ უეცრად მძაფრ ქალურ სუნში ნის საკუთარი საამო სუნი შემოიპარა. ნის სუნმა ნელ-ნელა გამოარღვია მძაფრი ქალური სუნი და იგის მუცელში სიმხურვალე გაქრა. ნი ახლა ისეთი იყო, როგორიც იყო ადრე, როცა იგის სხეულში ჩნდებოდა და თან თბილი სუნი შემოჰქონდა.
იგიმ ხელი თბილად გადაუსვა სახესადა თმაზე და თქვა:
-ნის საკვირველი სუნი ასდის თბილი და საამო
ნიმ ოდნავ გაახილა თვალი და იგისკენ მიჩოჩდა.
-ნის თვალები ისეთია, როგორიცაა ზღვა
...ნი გაკვირვებით მიაჩერდა იგის
-ნის თმები ისეთია, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი.
ნი სწრაფად წამოჯდა.
-იგის სხვა რამე უნდა?"

”ისიც რომ იცოდეს იგიმ, - უხმოდ ამბობდა იგი, - რა დარჩება მისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება, მაშინ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო წუხელ, ღამის თვალი რომ ბრჭყვიალა სხივებს აფრქვევდა ქვეყანაზე და იგი და ნი ვერ იპოვა. ძველი ბელადისგან კვალი დარჩა. მაშინ წვიმა მოდიოდა. ახლა წვიმა არ მოდის და იგის კვალი არ დარჩება... თუმცა კვალი სხვა რამეა; კვალი არ არის ის, რაც უნდა დარჩეს”.

„რაღაცა ყველაფერშია. ყველაფერი რაღაცაა. - უცებ თავში სიტყვები მოზღვავდნენ და იგის უკითხავად წამოვიდნენ. - ქვეყანა ზეცაა, მაგრამ ქვეყნის სახე აქვს, ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს, ღამის სიბნელე ცის თვალია, მაგრამ სიბნელის სახე აქვს, ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს, მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც, ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია... იგი...“

"იგი უყურებდა სველ სილას და სხეული გაკვირვებით ევსებოდა...
მერე თავის სხეულში თქვა:
ნეტა როგორ უნდა გააკეთოს იგიმ ისეთი კვალი რომ არ წაიშალოს?"

"დამახინჯებული ნი სხეულში ტკიოდა იგის"


"ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა , რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო...

იგიში იყო ყველაფერი და ყველაფერში იყო იგი"

"როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა"

"იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს"

"საღამოს როდესაც ცამ დღის თვალი დახუჭა და ღამის მკრთალი თვალი გაახილა , იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა.
წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი"

"ცის თვალს ქვემოდან ღრუბლები აეფარნენ. ქვეყანაზე წვიმა მოვიდა. წვიმის ნესტიანი სუნი რომ იგრძნო, იგის სხეულში უცებ ნი გაჩნდა.
ნი ლამაზი იყო."

"კიდევ კარგი არავის შეუმჩნევია გამართული იგი, იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორებიც არიან სხვები, მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს"

კომენტარი