სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზოგჯერ, სიყვარულს იმიტომ ვკარგავთ ხელახლა, უფრო რომ შევიყვაროთ

ხელახლა...
ზვიად კეჭაყმაძე / 5.03.2012

გაზაფხულს ისევ უშენოდ ვხვდები...
არადა,
ჩემი ფიქრი - შენა ხარ...
ჩვენ ალბათ,
ზოგჯერ იმიტომ ვკვდებით...
რომ დავიბადოთ ისევ, ხელახლა...

ხანდახან ლამაზ ოცნებებს ვქარგავთ...
მთელი ცხოვრება,
ვცდილობთ ვიკმაროთ...
ზოგჯერ,
სიყვარულს იმიტომ ვკარგავთ...
ხელახლა, უფრო რომ შევიყვაროთ...

ჩემი სიცოცხლე უფალს მივანდე...
შენს წასვლას ვდარდობ,
თავს ვერ ვპატიობ...
მთელი გზა ცოდვებს,
მხრებით მივათრევთ...
ბოლოს, უფალმა რომ გვაპატიოს...

მე ალბათ, ბოლო აკორდებს ვუკრავ...
აწი ვერასდროს დავწერ,
სტიქონებს...
მე ვდგავარ შენთან...
და მარტის უკან...
და მაინც, შენთან ყოფნას ვიგონებ...

იქ სხვაა, თითქოს, ზეცაც თეთრია...
მოგონილ სევდას,
ფიქრი შეახმა...
ლექსები,
ახლა, ჩემი ღმერთია...
ამიტომ, შენთან მინდა, ხელახლა...

მარტს და გაზაფხულს უშენოდ ვხვდები...
რა ვქნა, უეცრად...
შენ რომ მომინდე...
მე ახლა,
ალბათ, იმიტომ ვკვდები...
რომ გაზაფხულზე წვიმად მოვიდე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100