სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონეს პეიზაჟი 22 მილიონ დოლარად გაყიდეს

კლოდ მონეს პეიზაჟი „ალვის ხეები“ კრისტის აუქციონზე 22,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღნიშნული აუქციონის ტოპ–ლოტს „ალვის ხეები“ და მორის დე ვლამინკის „გარეუბნის პეიზაჟი“ ინაწილებენ. ორივე ნახატი ერთნაირი ოდენობის თანხად გაიყიდა. აუქციონი 4 მაისის საღამოს შედგა.

წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს შორის აღსანიშნავია პიკასოს „ალჟირელი ქალები“. აღნიშნული ეგზემპლარის გაყიდვით შემოსულმა თანხამ 21,3 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ანრი მატისის „ღია ფანჯარა“, რომელიც 15,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე გაყიდვებით შემოსულმა თანხამ 156 მილიონი დოლარი შემოიტანა – იმაზე ოდნავ ცოტა, რასაც ორგანიზატორები ელოდნენ. 56 ლოტიდან, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ აუქციონზე, მხოლოდ 10 ექსპონატი არ გაიყიდა. ამ ათიდან ერთ–ერთი მონეს ნახატი იყო, რომლის საწყისი ღირებულებაც 20 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მსგავსი აუქციონი სოტბიმაც ჩაატარა და საერთო შემოსავალმა 170,5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ტოპ–ლოტი პიკასოს „მკითხველი ქალები“ იყო, რომელიც 21,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასევე მეტად ძვირადღირებული აღმოჩნდა, გოგენის ხის ფიგურა, რომელმაც აუქციონს 11,3 მილიონი დოლარი შემატა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100