სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი იყიდა

თიბისი ბანკმა პროკრედიტ ბანკის 39 მილიონი ლარის მოცულობის მიკრო სესხების პორტფელი შეისყიდა.

გარიგება ბანკებს შორის ორმხრივი დაინტერესების გამო შედგა. პროკრედიტ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული რეორგანიზაციის შემდეგ მიიღო - ფოკუსირება მცირე და საშუალო ბიზნესზე გააკეთა და მიკროფინანსირების ბაზარი დატოვა. თიბისი ბანკის გადაწყვეტილება კი, პირიქით, მიკროფინანსირების ბაზარზე გაფართოებისა და შემდგომი ზრდის სტრატეგიამ განაპირობა.

პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელის შეძენა თიბისი ბანკისთვის ნიშნავს რამდენიმე ათას ახალ კლიენტს, მიკროფინანსირების ბაზარზე წილის მნიშვნელოვან ზრდას და რეგიონებში კიდევ უფრო მეტიგანვითარების შესაძლებლობას.

„პროკრედიტ ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს მიკროფინანსირების ბაზარი, მოგვცა საშუალება, გვეფიქრა ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე ამ სეგმენტში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მიკროფინანსირების ბაზარზე დიდი ზრდის ამბიცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესყიდა პროკრედიტ ბანკის მიკრო სესხების პორტფელი, რომელიც გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ყველა რეგიონში და შემატებს რამოდენიმე ათას მზარდ მიკრობიზნეს კლიენტს. ამით თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის თავის წილს მიკრო სესხების ბაზარზე და გაამყარებს სალიდერო პოზიციას “- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

თიბისი ბანკისა და მიკროსაფინანსო ბანკ კონსტანტას, იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი გასულ კვირას დასრულდა. კონსოლიდაციის შედეგად, მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია და მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100