სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერაბანკის ვარკეთილის ფილიალი განახლდა

ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით განახლებული კიდევ ერთი ფილიალი ტერაბანკისგან ამჟამად ვარკეთილის უბნის მომხმარებლებს მოემსახურება.

29 მაისიდან ტერაბანკის ვარკეთილის ფილიალი ახალ მისამართზე 17 შინდისელი გმირის (ყოფ. კალოუბნის) ქუჩის #20-ში გადადის. ბანკში მისულ მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული, სახლის მსგავსი ინტერიერი დახვდებათ. ფილიალი ბანკს ნამდვილად არ ჰგავს, თბილი ფერები და სახლის დეკორი ძალიან კომფორტულ, მყუდრო გარემოს ქმნის, აქ კი, მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურების მიღება გაცილებით სასიამოვნო და მარტივი ხდება. ტერაბანკის თანამშრომლების ძირითადი მიზანი, მომხმარებლების დროის დაზოგვა და მათი საჭიროებების შეთავაზებაა.

ვარკეთილის ფილიალი სტუმრებს სტანდარტულ სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევამდე 10:00-18:00, შაბათს კი, 10:00-14:00 მოემსახურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100