სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული დამნაშავე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ - ადგილზე რამდენიმე წუთის წინ პროზექტურის მანქანა მივიდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორცილებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული დამნაშავე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ პროზექტურის მანქანა მივიდა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ტერიტორიაზე სპეცრაზმის წარმომადგენლები ისევ რჩებიან.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები. ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვისაც ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი კორპუსების ევაკუაცია სრულად არ მომხდარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100