სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის ტესტზე პასუხი მიუვიდათ, რის შემდეგაც ცოლი გაუჩინარდა - ქმარს ცოლის მკვლელობასა და გვამის გადამალვაში ადანაშაულებენ

ფლორიდაში კორონავირუსით დაავადებული ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი დააკავეს.
ქალაქის პოლიცია კვლავ ეძებს 51 წლის გრეტჩენ ანტონიას,რომელიც მარტში გაუჩინარდა.

ქალის ქმარი ნიუ – მექსიკოში იპოვეს და მას ბრალი ცოლის გადამალვასა და მკვლელობაში წაუყენეს.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სავადმყოფოში იმყოფებოდა და როდესაც მან COVID-19-ის პასუხი მიიღო, მას შემდეგ ყვირილის და ქალის კივილის ხმა გამოდიოდა სახლიდან. მეორე დღეს ეს ხმა საერთოდ შეწყდა და ის თვალით არავის უნახავს.

ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, მან დატვირთული სატვირთო მანქანა შენიშნა წყვილის სახლთან, რომელიც ღამით გავიდა და მას შემდეგ სახლში არავინ უნახავთ.
დაკავებული არ საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში და სად არის მისი გაუჩინარებული ცოლი.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100