„m2 იპოდრომთან” საცხოვრებელ კომპლექსში უკვე ბინების რემონტი მიმდინარეობს

თბილისი, 24 სექტემებრი, 2013 – დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონება“ დაასრულა „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის კორპუსების გადახურვა და ახლა კორპუსებში ბინების რემონტი მიმდინარეობს. 170 ბინაში შიდა სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა. ასევე, გარემონტდა და მოეწყო ერთი საჩვენებელი ბინა (შოურუმი), სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ თუ როგორი იქნება ბინები დასრულებული რემონტით და საკუთარი თვალით შეაფასონ სარემონტო სამუშაოების ხარისხი.

„m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო, საცხოვრებელი კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 63,247 კვადრატული მეტრია.

„m2 იპოდრომზე“ ბინების გაყიდვაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს– ამ დროისთვის, კომპლექსში ბინების 76%–მდე გაყიდულია. „m2 ოპოდრომზე“ ბინის შეძენის მსურველთათვის, მოქმედებს შიდა განვადება. შიდა განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 25%–ს. განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ კომპლექსის სრულ დასრულებამდე გრძელდება. შესაბამისად, ბინის მფლობელი თანხას ფარავს შეთანხმებული გრაფიკით მშენებლობის პროცესში, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.


ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მოთხოვნით მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს ამერიკული სამშენებლო–საინჟინრო კომპანია „აეკომი“ (www.aecom.com), რაც განაპირობებს მშენებლობის მიმდინარეობას ხარისხისა და ვადების მკაცრი კონტროლის ქვეშ. კომპლექსის მშენებლობისა და რემონტისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები.

კომენტარი